ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი აცხადებს სტაჟირების კონკურსს ოთხი მიმართულებით. სტაჟირების მიზანია ხელი შეუწყოს ინსტიტუტის საქმიანობაში სტუდენტების მონაწიოლეობას.
სავალდებულო მოთხოვნა: იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო ან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტი
სტაჟირება საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტში
- სტაჟირების ხელმძღვანელი: ირინე ქურდაძე, სამართლის დოქტორი, პროფესორი, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი
- მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა: 3
სტაჟირება მიგრაციის მიმართულებით
- სტაჟირების ხელმძღვანელი: მარიამ კევლიშვილი, სამართლის დოქტორი, ასისტენტ პროფესორი
- მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა: 1
- სავალდებულო მოთხოვნა: გავლილი უნდა ჰქონდეს კურსი - შესავალი მიგრაციის სამართალში
სტაჟირება მიგრაციის კომპეტენციის ცენტრის მიმართულებით
- სტაჟირების ხელმძღვანელი: დავით პატარაია სამართლის დოქტორი, პროფესორი
- მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა: 1
სტაჟირება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიმართულებით
- სტაჟირების ხელმძღვანელი: კონსტანტინე კორკელია, სამართლის დოქტორი, პროფესორი
- მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა: 3
- სავალდებულო მოთხოვნა: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საბაზისო დონეზე ცოდნა
- სტაჟირების ფუნქციები: ადამიანის უფლებათა ყოველწლიურ კრებულში მონაწილეობა; კვლევითი დახმარების აღმოჩენა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის საქმიანობასთან მიმართებით
- სტაჟირების ხელმძღვანელი: ეკა სირაძე, სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
- მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა: 2
- სავალდებულო მოთხოვნა: მინიმუმ მე-6 სემესტრის სტუდენტი; გავლილი უნდა ჰქონდეს კურსი - აკადემიური წერის საფუძვლები იურისტებისთვის; კარგი კომპიუტერული უნარები; მაღალ დონეზე ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს;
____________________________________________________________________________________
- სტაჟირების გავლის ადგილი: თსუ, მე-2 კორპუსი
- სტაჟიორის ფუნქციები: განისაზღვრება საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის საქმიანობისა და ხელმძღვანელის მოთხოვნების შესაბამისად
- სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
- სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
დაინტერესებულმა პირებმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინონ:
- CV (ბიოგრაფიული რეზიუმე)
- სამოტივაციო წერილი 1 გვერდამდე
რეგისტრაცია შესაძლებელია 6 აპრილის ჩათვლით
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა
- შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.
- კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე: ili@tsu.ge
გისურვებთ წარმატებებს!